Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: რუსეთის პირობები მიუღებელია


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის პირობები აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის მოსაგვარებლად „მიუღებელია". პეტრო პოროშენკომ ეს განცხადება ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე სამიტზე შესვენებისას გააკეთა. 14-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას „კარგი ახალი ამბები“ არ ჰქონდა. სამშვიდობო მოლაპარაკებებს გერმანიის კანცლერი ანგელამერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უძღვებიან.

XS
SM
MD
LG