Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: მინსკის სამიტზე მიღწეულია შეთანხმება


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, მინსკში მიმდინარე, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ოთხმა ლიდერმა შეთანხმებას მიაღწია. პუტინის თქმით, ზავი 15 თებერვალს ამოქმედდება და კონფლიქტის ზონიდან გაიტანენ მძიმე შეიარაღებას. უფრო ადრე, უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებდა, რომ პოზიცია, რომელსაც სამიტზე რუსეთი გამოთქვამდა, „მიუღებელი“ იყო. პოროშენკო, პუტინი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი ოთხშაბათის საღამოს შემდეგ განაგრძობენ მოლაპარაკებას. უკრაინის ძალებს და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ, პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის ბრძოლას აპრილის შემდეგ შეეწირა 5,350-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG