Accessibility links

logo-print

სავალუტო ფონდმა და უკრაინამ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას 17,5 მილიარდი დოლარის პაკეტზე


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და უკრაინამ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ფინანსური დახმარების ახალ გეგმაზე, რომელიც 17,5 მილიარდ დოლარს უტოლდება. ეს გეგმა ნაწილია 40 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტისა, რომელიც ამ კონფლიქტით დაზარალებული ქვეყნისთვისაა განკუთვნილი. სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტინ ლაგარდმა 12 თებერვალს განაცხადა, რომ კიევში გამართულ შეხვედრაზე ფონდის დელეგაციამ შეთანხმებას მიაღწია უკრაინის მთავრობასთან და პაკეტი ოთხ წელიწადზე იქნება გათვლილი. ლაგარდის თქმით, ახლა შეთანხმება სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. კრისტინ ლაგარდის განცხადებით, უკრაინა დამატებით დაფინანსებას სხვა წყაროებისგან მიიღებს და საერთო ჯამში პაკეტი 40 მილიარდს გაუტოლდება. პაკეტი გაცემული იქნება „გადამწყვეტი რეფორმების“ გატარების სანაცვლოდ. „ეს ამბიციური პროგრამაა, რთული პროგრამაა და გარკვეულ რისკზე წასვლასაც ითვალისწინებსო“, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა. დასავლეთი კიევისგან მოითხოვს კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებას და ფინანსურ რეფორმებს, მაშინაც კი, როცა კიევი ქვეყნის აღმოსავლეთში პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს ებრძვის.

XS
SM
MD
LG