Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ შედგა შეთანხმება ევროზონასა და საბერძნეთს შორის


შეთანხმების გარეშე დასრულდა ბრიუსელში სასწრაფო ფორმით გამართული შეხვედრა საბერძნეთსა და 19 წევრისგან შემდგარი, ევროს მოქმედების ზონის მის კრედიტორებს შორის. მხარეებმა ერთობლივი განცხადების შემუშავებაც კი ვერ შესძლეს. საბერძნეთის ახალ, რადიკალური მემარცხენე ორიენტაციის მთავრობას სურს ცვლილებები შევიდეს საერთაშორისო დახმარების პაკეტში, რომელსაც ის დიდწილად ადანაშაულებს ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარების გამოწვევაში. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები ჯერჯერობით უარს აცხადებენ ათენის თხოვნაზე ხელახლა გაიმართოს მოლაპარაკება 240 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის პირობებზე, რომლებსაც ათენი ზედმეტად მკაცრად მიჩნევს. ფინანსთა მინისტრების შემდეგი შეხვედრა გაიმართება 16 თებერვალს. საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, იანის ვაროფაკისმა იმედი გამოთქვა, რომ იმ შეხვედრაზე პროგრესი იქნება. ევროზონის ფინანსთა მინისტრთა ჯგუფის ხელმძღვანელი, იერუნ დაისელბლუმი აცხადებს, რომ დეტალური წინადადებები არც კი განხილულა. „ცოტა მეტი დრო გვჭირდებაო“, განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG