Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში შეთანხმებით დასრულდა მოლაპარაკება უკრაინის თაობაზე


შეთანხმებით დასრულდა მინსკში ოთხშაბათს საღამოს დაწყებული მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო უკრაინაში მიმდინარე ბრძოლის შეჩერების გზების გამონახვა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ზავი 15 თებერვალს ამოქმედდება და კონფლიქტის ზონიდან გაიტანენ მძიმე შეიარაღებას. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ზავის ამოქმედებიდან ორ დღეში უკრაინის ტერიტორიიდან გაიტანენ მძიმე შეიარაღებას, ასევე გაყვანილი იქნება უცხოეთის ყველა ჯარისკაცი და სამი კვირის განმავლობაში გაათავისუფლებენ ყველა „მძევალს.“ პოროშენკოს განცხადებით, რუსეთში პატიმრობიდან გათავისუფლდება უკრაინელი პილოტი, ნადია სავჩენკოც. ამასთან, პოროშენკო აცხადებს, რომ ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, უკრაინის სასაზღვრო ძალები რუსეთთან უკრაინის საზღვარზე კონტროლს 2015 წლის ბოლომდე აღადგენენ პოროშენკოსგან და პუტინთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი. მოლაპრაკების დასრულების შემდეგ ოლანდმა განაცხადა, რომ ოთხმა ლიდერმა კრიზისის გადაჭრის გზა გამონახა, რაც ევროპას შვებას მოუტანს, უკრაინას კი იმედს.

XS
SM
MD
LG