Accessibility links

logo-print

თავდაცვის მინისტრი უარყოფს ნატოს პაკეტის იმპლემენტაციის გადადებას


ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გადადებას უარყოფს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე. მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პროცესის შეფერხების თაობაზე მცდარი ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით საქართველოს აქტივობას უპრეცედენტოდ აფასებს თავად ნატოს ხელმძღვანელობა. საპარლამენტო ფრაქციის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა 11 თებერვალს განაცხადეს, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გაჭიანურების გამო თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან შეკითხვები აქვთ.

XS
SM
MD
LG