Accessibility links

logo-print

ბაქოში შვეიცარიის საელჩო ადასტურებს, რომ შეიფარა აზერბაიჯანელი უფლებადამცველი


შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ცნობას, რომ აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, ემინ ჰუსეინოვი ბაქოში შვეიცარიის საელჩოს აფარებს თავს. ტელეგადაცემა „რუნდშაუში“ 11 თებერვალს ითქვა, რომ ჰუსეინოვი საელჩოში აგვისტოში მივიდა და შესასვლელში თავი შვეიცარიის მოქალაქედ წარადგინა, რათა პოლიციას არ დაეკავებინა. მას შემდეგ ის საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფება. ჰუსეინოვი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და მისი მთავრობის ცნობილი კრიტიკოსია. შვეიცარიის ტელეგადაცემაში ასევე ითქვა, რომ ჰუსეინოვი მანამდე დაკავებული და ნაცემი იყო და რომ ჰუსეინოვი და მისი მხარდამჭერები ამას მის უფლებადაცვით საქმიანობას უკავშირებენ.

XS
SM
MD
LG