Accessibility links

logo-print

მოლდავეთის პარლამენტმა არ დაამტკიცა მთავრობა


მოლდავეთის პარლამენტმა არ დაამტკიცა მთავრობის შემადგენლობა, რომელიც წარადგინა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პრო-ევროპული ორიენტაციის იურიე ლეანკამ, საპარლამენტო არჩევნებიდან ორ თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ. 12 თებერვალს გამართულ კენჭისყრაზე მთავრობამ მიიღო 42 ხმა, ლიბერალ-დემოკრატებისა და დემოკრატიული პარტიებისგან შემდგარი, უმცირესობის კოალიციისგან - თუმცა დამტკიცებისთვის მას 51 ხმა ესაჭიროებოდა. კაბინეტის შემადგენლობას მხარი არ დაუჭირეს კომუნისტებმა და ლეანკას ყოფილმა მოკავშირეებმა, ლიბერალურმა პარტიამ, რომელიც იანვრის ბოლოს გათიშეს კოალიციის თაობაზე მოლაპარაკებებიდან. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ლეანკა 2013 წელს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც 2009 წლის მერე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობდა. პრეზიდენტმა ნიკოლაე ტიმოფტიმ ახლა სხვა კანდიდატი უნდა წარადგინოს, მთავრობის ფორმირების მიზნით.

XS
SM
MD
LG