Accessibility links

logo-print

პარლამენტართა ნაწილი აპროტესტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის კრიტერიუმს


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესს უმრავლესობის ერთი ნაწილი საგანგებო მიმართვით და ხელმოწერებით ეხმაურება. დეპუტატები „არაკონსტიტუციურს და არალოგიკურს უწოდებენ, დამატებით კრიტერიუმს, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატის წარდგენის უფლებას არ აძლევს „ადგილობრივ ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოში არჩეულ თუ დანიშნულ მოხელეს ან კიდევ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირს“ და აიძულებს მათ „შეცვალონ საქმიანობის სფერო“. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. უმრავლესობაში კანდიდატურის გარშემო კონსესუსის არარსებობის პირობებში კი, გამორიცხული არ არის, მმართველმა გუნდმა პარლამენტში სათანადო ხმების მოგროვება და უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა საერთოდ ვერ შესძლოს.

XS
SM
MD
LG