Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა მინსკში ხელმოწერილ შეთანხმებას


აშშ-ი მიესალმება მინსკში ხელმოწერილ შეთანხმებასა და უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერების მიერ საგზაო რუკის ხელმოწერას, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს. შეთანხმების მიღწევას წინ უძღოდა ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გამართული, ხანგრძლივი მოლაპარაკებები. უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებენ, რომ შეთანხმება ითვალისწინებს ზავის 15 თებერვალს ამოქმედებას, მძიმე შეიარაღების გატანას და უსაფრთხოების ზონის დაარსებას. „ახლა საჭიროა მოქმედება. შეთანხმების პირველი გამოცდა იქნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების სრული განხორციელება და მხარეების მიერ მძიმე ტექნიკის გაყვანა“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG