Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენმა ჰუსეინოვის გამო გააკრიტიკა საელჩო


ამერიკელმა კანონმდებელმა გააკრიტიკა ბაქოში მომუშავე ამერიკელი დიპლომატები იმის გამო, რომ ისინი არ დაეხმარნენ აზერბაიჯანელ უფლებადამცველ ემინ ჰუსეინოვს. ის ახლა ბაქოში, შვეიცარიის საელჩოს აფარებს თავს. ამერიკის კონგრესის წევრმა, რესპუბლიკელმა დანა რორაბახერმა ბაქოში მყოფი ამერიკელი დიპლომატები გააკრიტიკა სიმხდალის გამო, რადგან მათ ვერ გაუწიეს დახმარება ემინ ჰუსეინოვს, რომლის მეუღლე აშშ-ის მოქალაქეა და რომელმაც, არსებული ინფორმაციით, გასულ წელს მიმართა დახმარებისთვის აშშ-ის საელჩოს. „თუმცა, მას უსაფრთხო გარემო შეთავაზა შვეიცარიის საელჩომ, სადაც ის ახლა იმყოფება. და კვლავ, ვფიქრობ, სამწუხარო დღეა, როცა შვეიცარიელები უფრო მამაცები აღმოჩნდნენ, ვიდრე ამერიკელები“, განაცხადა რორაბახერმა 12 თებერვალს კონგრესის ქვეკომიტეტის მოსმენაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰუსეინოვის შემთხვევაზე და კონგრესმენის კრიტიკაზე კომენტარი არ მისცა რადიო თავისუფლებას. 11 თებერვლის „ფორინ პოლისის“ ინფორმაციით, ვიდრე შვეიცარიის საელჩოს მიმართავდა, ემინ ჰუსეინოვი ბაქოში აშშ-ის საელჩოს დაუკავშირდა.

XS
SM
MD
LG