Accessibility links

logo-print

ლუგანსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა


სააგენტო „უნიანის“ ცნობით, პარასკევს ღამით ლუგანსკი საარტილერიო დაბომბვის სამიზნე იყო. არის მსხვერპლი. ქალაქ ლუგანსკის აღმოსავლეთ ნაწილში ჭურვების მოხვედრის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და რძის ქარხანა. დაიღუპა, სულ ცოტა სამი ადამიანი. ცეცხლის ქვეშ მოჰყვა ყოფილი ბაზრის - „კოლოსის“ რაიონიც. იქაც არიან დაღუპულები და დაჭრილები. მათი რაოდენობა ჯერ ვერ ზუსტდება. დაბომბვის შემდეგ, ქალაქის აღმოსავლეთში რამდენიმე საათით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ლუგანსკში მყოფი სეპარატისტების თანახმად, საარტილერიო ცეცხლი უკრაინის არმიამ გახსნა. ქალაქის ზოგიერთ რაიონში გაზის მილები დაზიანდა. „ინტერფაქსი“ ლუგანსკის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარასკევს ღამით იბომბებოდა ფრუნზეს დასახლებაც.

XS
SM
MD
LG