Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები ახალ ანტიტერორისტულ ზომებზე შეთანხმდნენ


ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ ახალ ნაბიჯებზე, რამაც ბლოკის ქვეყნები უფრო უკეთ უნდა დაიცვას ტერორიზმისაგან. აღნიშული ზომების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა გასულ თვეში, პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რამაც შეაშფოთა ევროკავშირის ლიდერები. 12 თებერვალს ბრიუსელის სამიტის მიერ შეთანხმებული ზომები საავიაციო მგზავრების მონაცემები გაცვლას, უცხოელი ტურისტებისათვის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას და ინტერნეტში ისეთი ინფორმაციების გამოვლენას და აღკვეთას ითვალისწინებს, რაც ტერორისტული და ექსტრემისტული იდეების გავრცელებას ემსახურება.

XS
SM
MD
LG