Accessibility links

logo-print

პესკოვის თქმით, სავჩენკოს ბედს სასამართლო გადაწყვეტს


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივნმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მფრინავი ქალის სასწრაფოდ გნათავისუფლების თაობაზე და განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკოს ბედს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტს. ამის თაობაზე დმიტრი პესკოვმა 13 თებერვალს განაცხადა და აღნიშნა, რომ მინსკის სამიტის დროს არანაირი დაპირება სავჩენკოს განთავისუფლების თაობაზე არ გაკეთებულა. კრემლის წარმომადგენლის თანახმად, მოლაპარაკებების დროს გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები დაინტერესდნენ უკრაინელი მფრინავი ქალის ბედით, რასაც ვლადიმერ პუტინის მხრიდან შესაბამისი განმარტებები მოჰყვა. მინსკის სამიტის დასრულებს შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ნადეჟდა სავჩენკოს განთავისუფლების თაობაზე. თუმცა, პატიმრობაში მყოფი მფრინავი ქალის ადვოკატებს არ სჯერათ მათი დაცვის ქვეშ მყოფის სწრაფი გათავისუფლებისა.

XS
SM
MD
LG