Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს თავდაცვის მინისტრის გადადგომას


ნაციონალური მოძრაობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის გადადგომას მოითხოვს. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პარტიის წევრებმა გიგა ბოკერიამ, გივი თარგამაძემ და გიორგი კანდელაკმა ბათუმში განაცხადეს, რომ მინდია ჯანელიძე და მისი პოლიტიკა საქართველოს თავდაცვის სისტემას ასუსტებს და შეფერხებით მიმდინარეობს ნატოს საწვრთნელი ბაზის პროექტის განხორციელებაც. ნაციონალური მოძრაობის შეფასებითვე, მინდია ჯანელიძე თავდაცვის სამინისტროდან ათავისუფლებს პროგრესულად მოაზროვნე, ევროპული განათლების და გამცდილების მქონე თანამშრომლებს. მათივე განცხადებით, მინდია ჯანელიძე ბიძინა ივანიშვილის პირადი დესპანი იყო რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში და მინისტრად მისი დანიშვნა რუსეთთან დათმობას ნიშნავდა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღეს კვლავ გაიმეორეს, რომ საგანგაშოა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრის ლევან ღირსიაშვილის დანიშვნაც. თავად ლევან ღირსიაშვილმა რამდენიმე თვის წინ უარყო, რომ „დემოკარტიული მოძრაობის“ წევრი იყო. რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელების შეფერხების შესახებ, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ 12 თებერვალს განაცხადა, რომ მცდარი ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება, იმპლემენტაციის პროცესს კი უპრეცედენტოდ აფასებს თავად ნატოს ხელმძღვანელობა.

XS
SM
MD
LG