Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჟვანიას მეგობრებმა მიმართვა გაავრცელეს


საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეგობრებმა, პარტიის წევრებმა და დაცვის თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას გააცნეს მიმართვის ტექსტი, რომელიც კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ წაიკითხა. ტექსტის ავტორები, კერძოდ, მოუწოდებენ მედიას, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნუ ახდენენ სიცრუისა და სიბინძურის საჯარო ტირაჟირებას. ამასთან, მიმართვაში გამოთქმულია იმედი, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დროულად გამოიძიებს 2005 წლის სამი თებერვლის ღამეს მომხდარ მკვლელობას და ამით საზოგადოებაში ბინძური ინსინუაციების ტირაჟირებას წერტილს დაუსვამს.

XS
SM
MD
LG