Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს


მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია პარლამეტში თავდაცვის მინისტრის დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნაზე კომენტირებისას განუცხადა.
"მე არ მჯერა არც ერთი ფაქტის, რომელზეც საუბრობს თარგამაძე ან ბოკერია. მათთვის სანიმუშო სტანდარტი იმისა, როგორი უნდა იყოს თავდაცვის მინისტრი, იყო ბაჩანა ახალაია. ამ სტანდარტებით მოსაუბრე ადამიანებისგან ვერ მივიღებ ვერც ერთ შეფასებას. რაც შეეხება პარლამენტში მინისტრის მოწვევას, რა მოვლენები განვითარდა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით? რის გამო უნდა დავუძახოთ მინდია ჯანელიძეს? მე ვერ ვხედავ მიზეზს თავდაცვის მინისტრის დაბარების", - განაცხადა ბესელიამ.

XS
SM
MD
LG