Accessibility links

logo-print

ეგვიპტის ციხიდან ალ ჯაზირის ორი ჟურნალისტი განთავისუფლდა


კაიროს სასამართლოს 12 თებერვლის გადაწყვეტილებით პატიმრობიდან განთავისუფლდა ტელეკომპანია ალ ჯაზირის ორი ჟურნალისტი, რომლებიც 400 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ საპყრობილეში. კანადის მოქალაქე მოჰამედ ფამი პატიმრობიდან 32 ათასი დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ განთავისუფლდა, ეგვიპტელი ბაჰირ მუჰამედი კი - გირაოს გარეშე. თუმცა, ორივე პირის მიმართ სასამართლო გამოიძიება გაგრძელდება ყალბი ინფორმაციების გავრცელებისა და ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერის მუხლით. სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტებმა პროცესის დაწყებამდე ყოველდღიურად უნდა გაიარონ შემოწმება პოლიციაში.

XS
SM
MD
LG