Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლამბერტო ძანიერი: მინსკის შეთანხმება საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს


მინსკში მიღწეული შეთანხმება არის ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობა, რაც ამჟამად გვაქვს. რაც გაგვაჩნია ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ამ შეთანხმებამ იმუშაოს., - განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ კიევში 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე. თუმცა, ეუთოს ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა აღმოსავლეთ უკრაინიდან საბრძოლო მოქმედებების თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციის გამო. „როდესაც ჩვენ ამ სიტუაციას ვაფასებთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, ჩვენს შემთხვევაში ეუთო, ნებისმიერი ორგანიზაციის მსგავსად, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ჩვენც დაინტერსებული ვართ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ეფექტიანი იყოს. მაგრამ უკვე შეშფოთებული ვარ იმით, რომ დღეს დილით კვლავ ვიხილეთ საბრძოლო მოქმედებების განახლება. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ მინსკში მიღწეული შეთანხმების თანახმად, დათქმულ დროში მოხდება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და ნამდვილად გვსურს დავიჯეროთ, რომ საბრძოლო მოქმედებების შენელება დათქმულ ვადაზე ადრე ამ მომენტიდან დაიწყება,“ განაცხად ძანიერიმ და დაამატა, რომ ეუთოს დამკვირვებლები მზად არიან რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მონიტორინგის განსახორციელებლად, თუ მათ შესაბამის მანდატი და უსაფრთხოების გარანტია ექნებათ.

XS
SM
MD
LG