Accessibility links

logo-print

ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი საფრთხის წინაშეა


პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის და უვიზო მიმოსვლის საკითხი საფრთხის წინაშე დადგა. როგორც “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, არის რამდენიმე პრობლემა, მათ შორის მიგრაციის პოლიტიკა, სადაც როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი. კიდევ ერთ პრობლემატურ საკითხად დოლიძემ საზღვრის დაცვის თემა დაასახელა და დევნილთა თავშესაფრები. როგორც დოლიძემ განაცხადა, ეს სამი არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტები იმისა, რომ ვიზის ლიბერალიზაციას და უვიზო მიმოსვლის საკითხში წინსვლა იყოს. "მე დღეს ჩამოვედი სტრასბურგიდან, ჩემს კოლეგებს შევხდი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინიც განიცდიან დღევანდელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ნაკლებობას. თუ ჩვენ არ ვიაქტიურებთ და არ ვიქნებით მაქსიმალურად პროაქტიურები ამ თემასთან დაკავშირებით, დამიჯერეთ, არავინ სხვა ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სხვა წევრებს, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული, უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

XS
SM
MD
LG