Accessibility links

ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას პროკურატურამ ახალი ბრალდებები წაუყენა


პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს თანამშრომელ ჟურნალისტ ხადიჯა ისმაოლოვას, რომელიც დეკემბრის თვიდან იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით. როგორც ისმაილოვას ადვოკატმა ფარიზ ნამარზლიმ უთხრა რადიო თავისუფლებას ახალი ბრალდება გაფლანგვას, უკანონო მეწარმეობას, გადასახადების თავის არიდებას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს. ამ ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში ხადიჯა ისმაილოვას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

XS
SM
MD
LG