Accessibility links

სააკაშვილი უხელმძღვანელებს უკრაინის რეფორმების მრჩეველთა საბჭოს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სათავეში ჩაუდგება უკრაინის რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს. შესაბამის განკარგულებას 13 თებერვალს ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომლის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, საბჭო საკონსულტაციო ორგანოა და მისი ამოცანაა, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშაოს რეკომენდაციები უკრაინაში რეფორმების განსახორციელებლად. „დიდხანს ვფიქრობდით, როგორ გამოგვეყენებინა მიხეილ სააკაშვილის ცოდნა, გამოცდილება და უნიკალური ნოუ-ჰაუ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. - „სულ ბოლო დრომდე მიხეილი, რეფორმების საკითხში, პრაქტიკულად, უკრაინის შტატგარეშე მრჩეველი იყო. და აი, დღეს მას, როგორც იქნა, ოფიციალური სტატუსი მიენიჭა“. სააკაშვილმა ნდობისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინის ლიდერს და დასძინა, რომ დღეს მთელს ევროპას კიევისკენ უჭირავს თვალი და ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ მოახერხებს უკრაინა რეფორმების განხორციელებას.

XS
SM
MD
LG