Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლეს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრაში მონაწილეთა მძღოლი


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრის პროგრამაში მონაწილეთა მძღოლი. ინციდენტი მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერის რეგიონში, სადაც სამხედრო ძალები უპირისპირდებიან თალიბებს და ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებს. ადგილობრივი ოფიციალური პრების ცნობით, იმუნიზაციის პროგრამაში მონაწილე ორი პირი ატარებდა წინასწარ სამუშაოს მთელი პაკისტანის მასშტაბით 16 თებერვლიდან ჩასატარებელი პროგრამისათვის მიუხედავად იმისა, რომ ისლამისტ ექსტრემისტებს უკვე ბევრი თავდასხმა აქვთ მოწყობილი პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრის პროგრამებში მონაწილეების წინააღმდეგ. ექსტრემისტები ჯაშუშებად მიიჩნევენ ვაქცინაციის კამპანიის მონაწილეებს და მათ მუსლიმების სტერილიზაციაში ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG