Accessibility links

კანადაში აღკვეთეს მასობრივი მკვლელობის მცდელობა


კანადის პოლიციამ აღკვეთა მასობრივი მკვლელობის მცდელობა, რომელიც ქალაქ ჰალიფაქსში წმინდა ვალენტინის დღისთვის, 14 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თავდასხმის მზადების ბრალდებით დაკავებულია სამი ადამიანი - 23 წლის ქალი და 17 და 20 წლის მამაკაცები. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი - 19 წლის მამაკაცი - გარდაცვლილი იპოვეს ჰალიფაქსის მახლობლად მდებარე ქალაქ ტიმბერლიში. პროვინცია ახალი შოტლანდიის პოლიციის წარმომადგენლის, ბრაიან ბრენანის ცნობით, ბრალდებულები აპირებდნენ გამვლელებისათვის ცეცხლის გახსნას და შემდეგ თავის მოკვლას. პოლიციას ამ ეტაპზე არ გააჩნია ინფორმაცია დაგეგმილი თავდასხმის შესაძლო პოლიტიკურ, ან რელიგიურ მოტივებზე. მიმდინარეობს გამოძიება.

XS
SM
MD
LG