Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება


აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები უსწრებს მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის ამაღამ ზავის ძალაში შესვლას. სეპარატისტებმა გაააქტიურეს იერიშები უკრაინის ძალებზე, რაც ამცირებს იმედს, რომ მართლაც იმოქმედებს 12 თებერვალს მინსკში შეათნხმებული ზავი. შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინის, რუსეთის საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა. ქალაქი დებალცევო - მნიშვნელოვანი სატრანსპორტი კვანძი, რომელსაც უკრაინის მთავრობის ჯარები აკონტროლებენ, ინტენსიურად იბომბება მეამბოხეების მიერ. ადგილობრივი პოლიციის უფროსი ვიაჩესლავ აბროსკინი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ წერს, რომ ქალაქი „ალმოდებულია“. ინტენსიური ბრძოლების შესახებ იუწყებიან კიდევ რამდენიმე ქალაქიდან, მათ შორის მარიუპოლიდან. კიევი და ვაშინგტონი რუსეთს ადანაშაულებენ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების იარაღით მომარაგებაში, რათა მათ მეტი ტერიტორია დაიპყრონ ზავის ძალაში შესვლამდე.

XS
SM
MD
LG