Accessibility links

logo-print

ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სამშობლოში დაბრუნდა


ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი სამშობლოში ჩავიდა მამის, რაფიკ ჰარირის მკვლელობის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით. ლიბანის მედიის ცნობით, საად ჰარირი სიტყვით გამოვა ცერემონიაზე ბეირუთის ცენტრში. ჰარირი იშვიათად ჩადის ლიბანში მას შემდეგ, რაც 2011 წელს მისი მთავრობა გადააყენა კოალიციამ, რომელშიც გასამხედროებული ჯგუფი ჰიზბოლაც შედის. ყოფილი პრემიერის მამა, რაფიკ ჰარირი 2005 წელს მოკლეს ბეირუთში მოწყობილი აფეთქებით, რომელმაც ლიბანი სამოქალაქო ომის პირას მიიყვანა. 2005 წლის აფეთქებამ კიდევ 21 ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG