Accessibility links

logo-print

ლიბანში აღნიშნავენ ყოფილი პრემიერის მკვლელობის მე-10 წლისთავს


ლიბანში აღნიშნავენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობის მე-10 წლისთავს. ჰარირი, რომელიც სუნიტი მუსლიმი იყო და კიდევ 20 ადამიანი დაიღუპნენ 2005 წლის 14 თებერვალს, ბეირუთში მოწყობილი აფეთქების შედეგად. პოლიტიკოსის მკვლელობამ სამოქალაქო ომის პირას მიიყვანა ლიბანი. ჰარირის თანამოაზრეები, ოჯახის წევრები და მრავალი პოლიტიკოსი ბეირუთში მის საფლავთან შეიკრიბნენ. ბეირუთში ჩავიდა ჰარირის შვილიც - ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი. უმცროსი ჰარირი ემიგრაციაში წავიდა 2011 წელს - მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა გადააყენა კოალიციამ, რომელშიც შედის გასამხედროებული ორგანიზაცია ჰიზბოლაც. ამჟამად საად ჰარირი საუდის არაბეთსა და საფრანგეთში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG