Accessibility links

logo-print

უკრაინაში ინტენსიური ბრძოლებია ზავის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრეც


აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე საათში (ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე - თბილისის დროით ღამის ორზე) უნდა ამოქმედდეს ზავი, რომელზეც 12 თებერვალს მინსკში შეთანხმდნენ უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, თუ ორივე მხარე არ შეწყვეტს ცეცხლს, უკრაინა მოითხოვს ევროკავშირის საბჭოს საგანგებო შეხვედრის მოწვევას. უკრაინის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 120-ზე მეტი იერიში განხორციელდა. კიევი რუსეთს ბრალად სდებს დიდი რაოდენობის იარაღის შეტანას აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა სეპარატისტებს დაეხმაროს რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავებაში ზავის ამოქმედებამდე. შეტაკებებზე იუწყებიან რამდენიმე ქალაქიდან, მათ შორის შეტაკებებზე მარიუპოლთან და დებალცევოსთან.

XS
SM
MD
LG