Accessibility links

logo-print

პოროშენკომ სამხედრო ძალებს ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის სამხედრო ძალებს უბრძანა ცეცხლის შეწყვეტა აღმოსავლეთ უკრაინაში, მინსკში 12 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად. ამის შესახებ პოროშენკომ განაცხადა თავდაცვის სამინისტროში - ზავის ძალაში შესვლამდე (თბილისის დროით ღამის 2 საათამდე) ცოტა ხნით ადრე. პოროშენკოს თქმით, მთელი მსოფლიო იმედოვნებს, რომ ზავი დაცული იქნება. თუმცა, პრეზიდენტი შიშობს, რომ სამშვიდობო ძალისხმევას საფრთხეს უქმნის რუსეთის მომხრე მეამბოხეების იერიში დებალცევოზე. 12 თებერვალს მიღწეული შეთანხმებით, უკრაინის ჯარებმა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა ზავი უნდა დაიცვან 15 თებერვლის შუაღამიდან. მეამბოხეების კონტროლქვეშ მყოფი დონეცკიდან იუწყებიან დაბომბვის შეწყვეტის შესახებ.

XS
SM
MD
LG