Accessibility links

დანიაში პოლიციელებმა მოკლეს თავდასხმებში ეჭვმიტანილი პირი


დანიის პოლიციის ცნობით, კოპენჰაგენში პოლიციელებმა მოკლეს მამაკაცი, რომელმაც მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა რკინიგზის სადგურის მახლობლად. პოლიციის პრესმდივნის ცნობით, ვარაუდობენ, რომ 14 თებერვალს ამავე პირმა მოაწყო ორი თავდასხმა კოპენჰაგენში. მისი ვინაობა ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, კიდევ ვინმე მონაწილეობდა თუ არა თავდასხმებში. პირველი ორი თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ადამიანი. ხუთივე დაჭრილი - პოლიციელია. ძალადობის სერია დაიწყო თავდასხმით კულტურის ცენტრზე, სადაც დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა შვედი ხელოვანი ლარს ვილკსი, წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების ავტორი. ეს კარიკატურები მან 2007 წელს შექმნა და მწვავე რეაქცია გამოიწვია.

XS
SM
MD
LG