Accessibility links

logo-print

უკრაინაში დააკავეს ყოფილ პრეზიდენტთან დაახლოებული პირი


უკრაინაში დააკავეს ლუგანსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და „რეგიონების პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრ ეფრემოვი.უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა კიევში 15 თებერვალს გამოაცხადა, რომ დაკავებულს უყენებენ ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებას. ეფრემოვი ითვლებოდა ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო პოლიტიკურ მოკავშირედ, 2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევამდე. ამის შემდეგ ეფრემოვმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც იანუკოვიჩსა და მის მრჩევლებს ადანაშაულებდა ქვეყანაში შექმნილ ქაოსში. იანვარში უკრაინის პარლამენტის წევრმა მიმართა პროკურატურას თხოვნით, შეესწავლა ბრალდება, რომლის თანახმადაც ეფრემოვი ფინანსურ დახმარებას უწევდა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს.

XS
SM
MD
LG