Accessibility links

logo-print

უკრაინაში ზავი მოქმედებს, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად


უკრაინაში მთლიანობაში მოქმედებს წუხელ ძალაში შესული ზავი, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად. შეშფოთებას იწვევს, პირველ რიგში, მდგომარეობა ქალაქ დებალცევოსთან, სადაც ბოლო დღეებში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა. რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ადგილობრივმა ლიდერმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“ უთხრა, რომ მის მხარეს არა ჰგონია, ზავი დებალცევოს ეხებოდეს: ეს ჩვენი ტერიტორია არისო, განაცხადა სეპარატისტების წარმომადგენელმა. უკრაინის მთავრობის პრესმდივნის მონაცემებით, შუაღამით ზავის ამოქმედების შემდეგ კიევის ჯარებს ათჯერ გაუხსნეს ცეცხლი, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა. ხოლო უკრაინის სამხედრო წარმომადგენლის ცნობით, კიევმა მოამზადა ადგილი მძიმე იარაღის თავმოსაყრელად, რათა ის დააშოროს კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონტაქტის ხაზს, როგორც ამას ითვალისწინებს 12 თებერვალს მინსკში ხელმოწერილი შეთანხმება.

XS
SM
MD
LG