Accessibility links

logo-print

საქართველოში უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში განმარტებებისათვის დაიბარეს


საქართველოში უკრაინის ელჩი ვასილი ციბენკო საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაიბარეს. საინფორმაციო საშუალებები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით იუწყებიან, რომ ელჩის დაბარება უკავშირდება უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას. საქართველოში სააკაშვილი რამდენიმე საქმეშია ბრალდებული, მათ შორის გირგვლიანის მკვლელობისა და 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის საქმეებში.

XS
SM
MD
LG