Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში 12 ადამიანი შეიწირა მშენებარე სახლის ჩამონგრევამ


ინდოეთში 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა მშენებარე სახლის ჩამონგრევის შედეგად. პოლიციის ცნობით, მსხვერპლს პირველ სართულზე ეძინა, როცა ნაწილობრივ აშენებული მეორე სართული ჩამოინგრა და მათ დაეცა. როგორც იუწყებიან, ორი ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს, სამი უვნებელი გადაურჩა უბედურ შემთხვევას, რომელიც ჩრდილოეთ ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატში მოხდა. შენობების ჩამონგრევა იშვიათობა არ არის ინდოეთში, სადაც მშენებლების ნაწილი შემმოწმებლების დაუდევრობით სარგებლობს და ცდილობს ხარჯების დაზოგვას, მაგალითად, დაბალი ხარისხის მასალების გამოყენებით.

XS
SM
MD
LG