Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაცენიუკი: უკრაინაში მშვიდობა მაშინ დამყარდება, როდესაც ქვეყანა თავის დაცვას შეძლებს


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა დასავლელ პარტნიორებს სამხედრო-ტექნიკური დახმარება თხოვა. პრემიერის თქმით, უკრაინაში მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება გარანტირებული, როდესაც ქვეყანა საკუთარი თავის დაცვას შეძლებს. "ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ პუტინი არ შეასრულებს შეთანხმებას, ვინაიდან ის ყოველთვის ასე იქცევა. მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც უკრაინას ექნება შესაძლებლობა საკუთარი თავი თავადვე დაიცვას“ - განაცხადა არსენი იაცენიუკმა.

XS
SM
MD
LG