Accessibility links

logo-print

სომხეთის ოპოზიცია სარქისიანის წინააღმდეგ „სასწრაფო“ აქციას გეგმავს


სომხეთის სამი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირაში ერევანში ერთობლივად გამართავენ „სასწრაფო“ აქციას, მთავრობის მხრიდან ოპოზიციის ლიდერზე, გაგიკ ცარუკიანზე ახლახან მიტანილი იერიშის გაპროტესტების მიზნით. აქციის 20 თებერვალს დანიშვნის შესახებ განცხადების გავრცელებას წინ უძღოდა 15 თებერვალს გამართული შეხვედრა სომხეთის ეროვნული კონგრესის და მემკვიდრეობის ლიდერებსა და ცარუკიანს შორის. შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის მხრიდან მმართველი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან გაკეთებული განცხადებების გამო - რომ ცარუკიანი „ბოროტებაა“ და ის პოლიტიკურ პროცესს უნდა გაეთიშოს. ცარუკიანის პარტია, „აყვავებული სომხეთი“, სიდიდით მეორეა პარლამენტში. მას შემდეგ, რაც ცარუკიანმა სარქისიანს მოუწოდა არ განახორციელოს კონსტიტუციის შეცვლის გეგმა და წქინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩის საპროტესტო აქციებით დაემუქრა, პრემიერ-მინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა ოფიციალურ უწყებებს უბრძანა გამოიძიონ ბრალდებები, რომ ცარუკიანს გადასახადები აქვს დამალული. ცარუკიანი დანებებას არ აპირებს - მან 13 თებერვალს განაცხადა, გამოწვევას ვიღებ და გამარჯვებამდე ვიბრძოლებო. ცარუკიანი თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს ქუჩაში გავიდნენ და სარქისიანის გადადგომა მოითხოვონ.

XS
SM
MD
LG