Accessibility links

logo-print

უკრაინაში ზავი ძალაშია, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად


პირველი 24 საათის შემდეგ უკრაინაში ზავი ძირითადად შენარჩუნდა, მიუხედავად ცნობებისა ცალკეული დარღვევების და ქალაქ დებალცევოსთან სროლის შესახებ. პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ დებალცევოსკენ გახსნილი ცეცხლი წარმოადგენს ძირითადი შეშფოთების საგანს ზავთან მიმართებით. სეპარატისტთა ხელმძღვანელმა სააგენტო როიტერსს უთხრა, რომ მის ძალებს შეუძლიათ ცეცხლი გაუხსნან ქალაქს და მიმდებარე ტერიტორიას, რადგან „ეს ჩვენი ტერიტორიააო“. ეუთო, რომელიც ზავის შენარჩუნებას აკვირდება, აცხადებს, რომ სეპარატისტებმა მის დამკვირვებლებს არ მისცეს დებალცევოში შეცვლის საშუალება.

XS
SM
MD
LG