Accessibility links

logo-print

დანიაში დააპატიმრეს ორი ეჭვმიტანილი ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობაში


დანიის პოლიციის განცხადებით, დაპატიმრებულია ორი მამაკაცი, რომლებიც, პოლიციის ინფორმაციით, დახმარებას უწევდნენ კოპენჰაგენში 14 და 15 თებერვალს განხორციელებული იერიშების მომწყობ შეიარაღებულ პირებს. თავდასხმებს ორი ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციამ ეს განცხადება 16 თებერვალს გააკეთა, მას ეჭვმიტანილების სახელები არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ისინი თავდამსხმელებს რჩევა-დარიგებით ეხმარებოდნენ. საქმის ძირითადი ეჭვმიტანილი პოლიციამ 15 თებერვალს მოკლა, ორმხრივი სროლის დროს. პოლიციას არ მოუხდენია მოკლულის იდენტიფიცირება, თუმცა დანიის მედია იუწყება, რომ მისი სახელია ომარ ელ-ჰუსეინი.გავრცელებული ცნობებით, ის პოლიციისთვის ცნობილი პირი იყო და შესაძლოა ისლამისტური ექსტრემიზმით ყოფილიყო შთაგონებული. 14 თებერვალს, პირველ თავდასხმას შეეწირა დანიელი კინორეჟისორი, თავდასხმა მოხდა გამოხატვის თავისუფლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. შეხვედრისმონაწილეებს შორის იყო შვეიცარიელი მხატვარი, ლარს ვილკსი, რომელსაც მოკვლით ემუქრებიან წინასწარმეტყველი მუჰამედის სატირული გამოსახულებების დახატვის გამო. მეორე თავდასხმა დაახლოებით 10 საათის შემდეგ მოხდა ქალაქის მთავარ სინაგოგაში. კოპენჰაგენის ებრაელთა თემის წევრ დან უზანს თავში მოხვდა ტყვია და დაიღუპა.

XS
SM
MD
LG