Accessibility links

უკრაინის ელჩი: პოროშენკოს მრჩევლად სააკაშვილის დანიშვნა არ დააზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას


საქართველოში უკრაინის ელჩი, ვასილ ციბენკო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩევლად საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა არ დააზიანებს უკრაინის და საქართველოს ურთიერთობას. უკრაინის ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. სამინისტროს დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობასთან მეგობრობა. ციბენკოს თქმით, სააკაშვილის თავის უშტატო მრჩევლად დანიშვნისას პოროშენკომ გაითვალისწინა მისი დიდი გამოცდილება და რეფორმების გატარების უნარი. ციბენკოს სამინისტროში მოსვლამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, დავით კერესელიძე აცხადებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ერთგვარად გასაკვირი იყო, თუმცა, უკრაინასთან შემდგომ პარტნიორულ და კათილმეზობლურ ურთიერთობას ხელს არაფერი შეუშლის. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებითვე, ძალაში რჩება უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი, რომლის თარიღი დაზუსტებული არ არის.

XS
SM
MD
LG