Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზავის მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა გრძელდება


კიევის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ძალებზე 112-ჯერ განხორციელდა იერიში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან, მიუხედავად ზავისა, რომელიც 15 თებერვალს ამოქმედდა. საგარეო საქმეთა მინისტრის, პავლო კლიმკინის თქმით, უკრაინა „სულად იცავს“ ზავს. კლიმკინმა „ტერორისტებს დონეცკიდან და ლუგანსკიდან“ ბრალი დასდო „არტილერიით, ნაღმებით და გრადის ტიპის დანადგარებით იერიშების განხორციელებაში.“ სააგენტო როიტერსი ავრცელებს უკრაინის არმიის პრესმდივნის სიტყვებს, რომ ზავის ამოქმედების შემდეგ მოკლულია ხუთი სამხედრო, დაიჭრა - 25. კიევიც და სეპარატისტებიც აცხადებენ, რომ თავდასხმების გამო ფრონტის ხაზიდან არ გაიტანენ მძიმე შეიარაღებას. ტანკების, არტილერიის და რაკეტების გატანა აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზიდან 17 თებერვალს, ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე უნდა დაიწყოს - როცა მინსკში გასულ კვირაში ხელმოწერილი საზავო შეთანხმების მეორე ფაზა ამოქმედდება.

XS
SM
MD
LG