Accessibility links

logo-print

რუსეთი: თავშესაფრის თხოვნით მოგვმართა 300,000-მდე უკრაინელმა


რუსეთის ფედერალური საემიგრაციო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის 300,000-მდე მოქალაქემ მიმართა ან დროებითი თავშესაფრის, ან ლტოლვილის მუდმივი სტატუსის მიღების თხოვნით. სამსახურის ნატურალიზაციის განყოფილების გამგე, ვალენტინა კაზაკოვა აცხადებს, რომ თავშესაფარი, ან ლტოლვილის სტატუსი უკვე მიიღო 260,000-ზე მეტმა უკრაინელმა. რუსეთის მთავრობის მიერ დასახელებული მონაცემის გადამოწმება შეუძლებელია, უკრაინის მთავრობა ამ თემაზე განცხადებას არ აკეთებს. კაზაკოვას თქმით, საერთო ჯამში 900,000 ლტოლვილს უტოლდება იმ ლტოლვილთა რიცხვი, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთში არმიასა და პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის ომს გამოექცნენ და ამჟამად რუსეთში იმყოფებიან. კაზაკოვას თქმით, 2014 წელს რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი შეიტანა 70,000-მდე უკრაინელმა. კაზაკოვამ არ უპასუხა კითხვას, ითხოვა თუ არა რუსეთის მოქალაქეობა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა - განაცხადა, რომ კანონი არ აძლევს კონკრეტულ პირთა მონაცემებზე მსჯელობის უფლებას, მათი თანხმობის გარეშე. იანუკოვიჩი რუსეთში იმყოფება მას შემდეგ, რაც 2014 წლის თებერვალში უკრაინაში პრო-ევროპულ გამოსვლებს გაექცა.

XS
SM
MD
LG