Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გაზარდა სანქციათა სია, რომელიც უკრაინის კრიზისს უკავშირდება


ევროკავშირმა კიდევ 19 პირის და ცხრა უწყების სახელები დაამატა უკრაინის კრიზისის გამო არსებულ, სანქციათა სიას, „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრის, ან საფრთხის შექმნის გამო.“ იმ 19 პირს შორის, რომლებსაც შეეხება ვიზების გაცემის აკრძალვა და გაეყინება ევროკავშირში არსებული აქტივები, არიან რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, არკადი ბახინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვი, ისევე, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ანდრეი კარტაპოლოვი. სიაში მოხვდნენ ასევე სახელმწიფო სათათბიროს ორი წევრი - მათ შორის ცნობილი მომღერალი, იოსიფ კობზონი და თვითგამოცხადებული, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების 15 წარმომადგენელი სეპარატისტი. სია საერთო ჯამში ახლა მოიცავს 151 პირს და 37 უწყებას უკრაინასა და რუსეთში.

XS
SM
MD
LG