Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიაში 10-10 დღით მიუსაჯეს პატიმრობა თავდასხმებში მონაწილეობაშიეჭვმიტანილებს


დანიაში დააპატიმრეს ორი მამაკაცი, რომლებიც, პოლიციის ინფორმაციით, დახმარებას უწევდნენ კოპენჰაგენში 14 და 15 თებერვალს განხორციელებული იერიშების მომწყობ შეიარაღებულ პირებს. ადვოკატის ცნობით, დაკავებულებს 10-10 დღით მიესაჯათ პატიმრობა. ანდერს როჰდე, რომელიც ორი დაკავებულიდან ერთ-ერთის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ პროკურორებმა მოსამართლეს სთხოვეს ეჭვმიტანილები ოთხი კვირით მოეთავსებინათ სამარტოო საკნებში. თუმცა, როჰდეს შეფასებით, მათთვის მისჯილი შედარებით მცირე ვადა აჩვენებს, რომ მათ წინააღმდეგ საქმე არ არის ძალიან დამაჯერებელი. მეორე ადვოკატი, მიკაელ იულ ერიკსონი აცხადებს, რომ დაკავებულები უარყოფენ ბრალდებებს. პოლიციას ეჭვმიტანილების სახელები არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ისინი თავდამსხმელებს რჩევა-დარიგებებით ეხმარებოდნენ. საქმის ძირითადი ეჭვმიტანილი პოლიციამ 15 თებერვალს მოკლა, ორმხრივი სროლის დროს. 14 თებერვალს, პირველ თავდასხმას შეეწირა დანიელი კინორეჟისორი, თავდასხმა მოხდა გამოხატვის თავისუფლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მეორე თავდასხმა დაახლოებით 10 საათის შემდეგ მოხდა ქალაქის მთავარ სინაგოგაში. კოპენჰაგენის ებრაელთა თემის წევრ დან უზანს თავში მოხვდა ტყვია და დაიღუპა.

XS
SM
MD
LG