Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტმა პარლამენტიდან გაიტანა ოქმი თურქეთთან ურთიერთობის შესახებ


სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმა პარლამენტიდან გაიტანა ოქმი, რომელიც ეხებოდა მეზობელ თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციას და დიპლომატიური კავშირების დაარსებას. 16 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში სარქისიანი ამბობს, რომ პარლამენტის სპიკერს, გალუსტ საჰაკიანს ოქმის მისთვის დაბრუნება სთხოვა, რადგან „თურქეთის მთავრობას არ აქვს პოლიტიკური ნება, ის ამახინჯებს ოქმების სულისკვეთებას და შეტყობინებებს და განაგრძობს წინაპირობების წამოყენების პოლიტიკას.“ ამასთან, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის - რასაც სომხეთი "გენოციდს" უწოდებს - მეასე წლისთავის მოახლოების ფონზე სარქისიანმა განაცხადა, ანკარაში ძლიერდება ისტორიის უარყოფის და გადაწერის სურვილიო.თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობა წლების მანძილზე დაძაბული რჩება, სომეხთა მკვლელობების შესახებ განსხვავებულივერსიების გამო. ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ოქმს ხელი მოაწერეს ციურიხში, 2009 წლის 10 ოქტომბერს.

XS
SM
MD
LG