Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 თებერვალს საქართველოში ვიქტორია ნულანდი ჩავა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, საქართველოს ესტუმრება. საქართველოში ყოფნის დროს ნულანდი საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხევდება. განსახილველ საკითხთა წრე ორმხრივ და რეგიონულ თემატიკას, საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციისა და საკუთარი ტერიტორიული ინტეგრაციისა და სუვერენიტეტის დაცვისკენ მიმართულ ძალისხმევას შეეხება. ვიქტორია ნულანდი დღეს აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც ორმხრივ სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების, ენერგიის დივერსიფიკაციისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის საკითხების ირგვლივ გამართა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები. საქართველოში ვიზიტის შემდეგ კი აშშ-ის სახელწმიფო მდივნის მოადგილე სომხეთს ესტუმრება.

XS
SM
MD
LG