Accessibility links

ვლადიმირ პუტინი ბუდაპეშტში ჩადის


17 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბუდაპეშტში ჩადის. ეს იქნება პუტინის პირველი ორმხრივი ვიზიტი ევროკავშირის ქვეყანაში გასული ზაფხულის შემდეგ. ათასობით უნგრელი გამოვიდა 16 თებერვალს ბუდაპეშტის ქუჩებში, პუტინის ვიზიტის გასაპროტესტებლად. დაახლოებით 2000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბუდაპეშტის რკინიგზის აღმოსავლეთი სადგურიდან დასავლეთ სადგურისკენ მსვლელობაში იმის გამოსახატავად, რომ უნგრელებს სურთ დასავლეთზე ორიენტირებული დარჩნენ, ვიდრე რუსეთისკენ მიმართონ პოლიტიკა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეაჩეროს უნგრეთის „პუტინიზაცია“. გასულ ზაფხულს ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის უნგრეთს ხედავს „არალიბერალურ დემოკრატიად“, რომელმაც ნიმუშად უნდა აიღოს რუსეთის და თურქეთის მოდელები. პუტინის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უნგრეთის ლიდერები უნგრეთისთვის გაზის მიწოდებაზე იმსჯელებენ. უნგრეთის ლიდერს სურს რუსეთს მოელაპარაკოს ბუნებრივი აირის მიწოდების გრძელვადიან გეგმაზე. მიმომხილველები მოელიან, რომ პუტინი შეეცდება ორბანი დაიყოლიოს რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვაზე. უნგრეთმა მხარი დაუჭირა სანქციებს, თუმცა ღიად გამოხატავს პოზიციას მათი უარყოფითი ზეგავლენის შესახებ.

XS
SM
MD
LG