Accessibility links

რუსეთის, უკრაინის და გერმანიის ლიდერებმა უკრაინის საკითხზე ტელეფონით იმსჯელეს


გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერის შტეფენ ზაიბერტის განცხადებით, 16 თებერვალს, ღამით სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის, უკრაინისა და გერმანიის ლიდერები შეთანხმდნენ „კონკრეტულ ნაბიჯებზე“, რომლებიც საშუალებას მისცემს ეუთოს მეთვალყურეებს დააკვირდნენ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას. ზაიბერტის თანახმად, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდეს „გამოიყენოს თავისი ზეგავლენა სეპარატისტებზე ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად“. ზაიბერტმა აგრეთვე განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებით, ფრონტის ხაზიდან მძიმე ტექნიკის გატანა უნდა დაიწყოს 17 თებერვალს. კიევმა განაცხადა, რომ ის უკან არ დაიხევს, ვიდრე დებალცევოს გარშემო ბრძოლა არ შეწყდება. პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები კი აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ ეხება დებალცევოს.

XS
SM
MD
LG