Accessibility links

logo-print

საბერძნეთისა და ევროზონის ფინანსთა მინისტრების მოლაპარაკებები ჩაიშალა


საბერძნეთისა და ევროზონის ფინანსთა მინისტრების მოლაპარაკებები 16 თებერვალს ჩაიშალა იმის გამო, რომ ათენმა უარი თქვა წინადადებაზე - მოეთხოვა საერთაშორისო დახმარების ექვსი თვით გაგრძელება. საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვაროუფაკისმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის მიუხედავად, ათენი მზად არის „ყველაფრისთვის“ დახმარების საკითხზე შეთანხმების მისაღწევად. საბერძნეთის ახალი ულტრა-მემარცხენე მთავრობა მოსახლეობას დაპირდა 240 მილიარდი ევროს დახმარების გაუქმებას, მომჭირნეობის პოლიტიკისა და საერთაშორისო „ტროიკასთან“ - ევროკავშირთან, ევროპის ცენტრალურ ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის შეწყვეტას. ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრმა, რომელიც უძღვებოდა 16 თებერვლის მოლაპარაკებებს, განაცხადა, რომ ათენს 20 თებერვლამდე აქვს ვადა დახმარების გაგრძელების მოსათხოვად, სხვაგვარად მიმდინარე თვის ბოლოს დახმარება შეწყდება. ევროპის ცენტრალური ბანკი 18 თებერვალს გადაწყვიტავს საბერძნეთისთვის საგანგებო სესხის შენარჩუნების საკითხს.

XS
SM
MD
LG