Accessibility links

logo-print

უკრაინის არმიამ და სეპარატისტებმა ვერ დაიწყეს მძიმე შეიარაღების გაყვანა ფრონტის ხაზიდან


უკრაინის მთავრობის არმიამ და პრორუსულმა სეპარატისტებმა ვერ დაიწყეს ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა, როგორც ეს მინსკის სამიტზე იქნა შეთანხმებული გასულ კვირაში. უკრაინის არმიის ცნობით, მეამბოხეებმა მის პოზიციებზე 15 თავდასხმა განახორციელეს დებალცევოს არეალში. კიევის თანახმად, ხუთი ჯარისკაცი მოკლეს გასულ 24 საათში, უმეტესობა ქალაქის მიდამოებში. სეპარატისტების თქმით, არმიამ ზავი 17-ჯერ დაარღვია. გერმანიის მთავრობის განცხადებით, 16 თებერვალს, რუსეთის, უკრაინისა და გერმანიის ლიდერები შეთანხმდნენ „კონკრეტულ ნაბიჯებზე“, რომლებიც საშუალებას მისცემს ეუთოს, მეთვალყურეობა გაუწიოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას.

XS
SM
MD
LG