Accessibility links

ეგვიპტე თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ ისლამისტების პოზიციებს ბომბავს


ეგვიპტის ავიაციამ თავდასხმები განახორციელა ლიბიაში ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე მას მერე, რაც ექსტრემისტულმა გაერთიანებამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც 21 ეგვიპტელი ქრისტიანის თავის მოკვეთის სცენაა გადაღებული. კაირომ მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, „მიიღოს ახალ ზომები“ მეამბოხეთა წინააღმდეგ მეზობელ ლიბიაში. კაირო მეამბოხეებს ებრძვის სინას ნახევარკუნძულზე, სადაც არაერთი სამხედრო მოკლეს ისლამისტი პრეზიდენტის, მოჰამედ მორსის დამხობის, 2013 წლის ივლისის შემდეგ. ეგვიპტის არმიის ცნობით, ავიაციამ დარტყმა მიაყენა ისლამური სახელმწიფოს ბანაკებს და იარაღის საწყობებს რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც ჯიჰადისტებმა გაავრცელეს ქრისტიანებისთვის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეო. თეთრმა სახლმა თავის მოკვეთის აქტი დაგმო და მას „ამაზრზენი“ უწოდა. საფრანგეთმა 16 თებერვალს ხელი მოაწერა ეგვიპტისთვის რაფალის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შეთანხმებას. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ეგვიპტის და აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელებს ამ კვირაში შეხვდება, რათა ლიბიაში მოქმედების გარშემო იმსჯელონ.

XS
SM
MD
LG